არსებობს გარემოზე, ეკოსისტემაზე ზეგავლენის ბუნებრივი და ადამიანური
(ანთროპოგენური) ფაქტორები.
ამჟამად მწვავედ დგას ჰავის, წყლის,ნიადაგის გაჭუჭყიანების საკითხი,ხე–ტყის გაჩეხვის შედეგად გამოწვეული ჟანგბადის დეფიციტი,ზღვებსა და ოკეანეებში ნავთობპროდუქტების გაჟონვა,ფაბრიკა ქარხნების გამონაბოლქვი,ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურება და სხვა. არსებობს გარემოს დაბინძურების ბუნებრივი და ანთროპოგენული მიზეზები,მათ შორისაა: ენერგეტიკა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გამონაბოლქვი, პესტიციდები, სამრეწველო საქმიანობა,რადიაცია და სხვა.სუფთა გარემოს ყველაზე დიდ საფრთხეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები უქმნის. აქედან შეგვიძლია გამოვყოთ პოლიეთილენის პარკი. მისი წარმოება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება. ამათგან საქართველოში ყოველდღიურად – 20 მილიონი, ხოლო რუსთავში – 654 000 ცალი. მისი მოხმარება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. იაფია მისი როგორც წარმოება, ასევე შეძენაც. ხშირად ჩვენ არ ვუფიქრდებით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გარემოს, ერთი შეხედვით, ამ უმნიშვნელო პროდუქტმა.
გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიისა და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.
გარემოს
დაბინძურების ანთროპოგენური ფაქტორები
ადამიანმა ინტელექტის შემდგომი სრულყოფის
საფუძველზე, პრინციპული კორექტივები შეიტანა
ამ პროცესში. თუ იგი ადრე ცდილობდა ბუნებისაგან
მეტნაკლებად დამოუკიდებული ყოფილიყო, ანუ მორგებოდა ბუნებას, დღეს პირიქით, ცდილობს
ბუნების კანონზომიერებები გამოიყენოს თავის სასარგებლოდ - ბუნება მოარგოს თავის საჭიროებებს. ცხადია ანთროპოგენური ზემოქმედების გაძლიერება გამოიწვია
მოსახლეობის რაოდენობის ზრდამაც, სულ უფრო
აღმავალმა ტექნიკურმა პროგრესმა და შესაბამისად ბუნებრივი რესურსების ინტენსიურმა არაგეგმაზომიერმა
ხარჯვამ. ეკოლოგია ხომ ფაქტიურად განისაზღვრება
საზოგადოებისა (მისი საქმიანობისა) და ბუნების
ურთიერთქმედებით. ბუნება თავისთავად წარმოადგენს
უკიდურესად რთულ თვითრეგულირებად სისტემას.
იგი მკაცრად ეწინააღმდეგება მისი რეჟიმის ყოველგვარ უმცირეს დარღვევებსაც კი
და აღიდგენს წონასწორობას. ჰიდროსფეროს და ატმოსფეროს გააჩნია 10 თვითგაწმენდისა და
თვითაღდგენის საოცარი უნარი (ამ პროცესში ჩართულია აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმებიც), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადაჭარბებით შევაფასოთ ბუნების ეს თვისება, მით უმეტეს ბოროტად გამოვიყენოთ იგი. ბუნებასთან ურთიერთობისას ადამიანის ქმედება უნდა
იყოს ღრმად გააზრებული და მიმართული ბუნების სიკეთეების გაფრთხილებისა და გამრავლებისაკენ.
საქმეს
გარკვეულწილად ართულებს ის გარემოება, რომ
ადამიანის ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც
საფრთხეს უქმნის ბუნებას, ასევე არის ადამიანის
კეთილდღეობის აუცილებელი ატრიბუტი და სწორედ ეს მჭიდრო ურთიერთკავშირი გვავალდებულებს
განსაკუთრებული აზრი და მომავალზე გათვლილი ქმედებები დავუდოთ საფუძვლად ჩვენ საქმიანობას.
აი, საქმიანობის იმ ძირითადი სფეროების ჩამონათვალი, რომლებიც მიმართულია ადამიანის სოციალურ –კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებისაკენ, მაგრამ ბუნებრივი პროცესების გარკვეულ ,,შეშფოთებას”, ხშირ შემთხვევაში კი გამოუსწორებელ უკურეაქციებს
იწვევენ:
- ტრანსპორტი;
- ენერგეტიკა;
- მრეწველობა;
- სოფლის მეურნეობა;
- საყოფაცხოვრებო-სამრეწველო ნარჩენები;
- ქიმიია წარმატებები და მისი ავ-კარგი.
No comments:
Post a Comment