გარემოს
დაბინძურების შედეგები
გარემოს დეგრადაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც ადამიანის საქმიანობის შედეგად ბიოსფეროსთვის მიყენებული ზარალი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი უფრო სწრაფად ითვისებს ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე ბუნებას შეუძლია მათი შევსება-განახლება; როცა დაბინძურება შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს; ან როცა ადამიანები ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივ ეკოსისტემებს აზიანებენ და ანადგურებენ.
გარემოს დეგრადაცია შესაძლებელია მრავალი ფორმით იყოს გამოხატული, მათ შორისაა გაუდაბნოება, ტყეების განადგურება (დეფორესტატიონ), სახეობათა გადაშენება, დაბინძურება.
გარემოს დეგრადაციის მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ჭარბმოსახლეობა, არასწორი ურბანული დაგეგმარება, სამრეწველო დაბინძურება, ნარჩენების დაგროვება, ინტენსიური სოფლის მეურნეობა, ჭარბი თევზჭერა-ნადირობა, ინდუსტრიალიზაცია, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოსდაცვითი რეგულაციების სისუსტე.
გაუდაბნოება არის მიწის დეგრადაცია არიდულ, სემიარიდულ და მშრალ სუბჰუმიდურ ტერიტორიებზე. დეგრადაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიმატური და სხვა ბუნებრივი ფაქტორებით, მაგრამ ადამიანის საქმიანობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ პროცესზე. გაუდაბნოება დღეს გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე დედამიწის ისტორიაში. ჩვეულებრივ, ეს ხდება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ინტენსიური მიწათმოქმედებისა და ძოვების გამო.
ტყეების განადგურება გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მზარდი კომპონენტია. ტყიანი მასივების ადგილს იკავებენ უტყეო სივრცეები: სარწყავი მიწები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნაკაფები (გაჩეხილი ტყეები) და ნარჩენებით დაბინძურებული პოლიგონები.
ტყის საფარის განადგურება მრავალი სახის უარყოფით ეფექტს ახდენს გარემოზე:
·
ტყე მონაწილეობს ნახშირბადისა და ჟანგბადის ბრუნვაში. ტყეები, უდიდესი მწვანე მასის გამო, ატმოსფეროში აირების შემადგენლობას განსაზღვრავენ, ტყეების შემცირება კი ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევს.
·
ტყეები ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ისინი წარმოადგენენ ჰაბიტატს (საბინადრო გარემოს) გარეული ცხოველების მრავალი პოპულაციისათვის. ტყეების განადგურების და დეგრადაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა ცხოველთა უამრავი პოპულაცია, არაერთი სახეობა კი მთლიანად გაქრა.
·
ტყეები და, საერთოდ, მცენარეები ჰიდროლოგიურ ციკლში, ანუ წყლის ბრუნვაში მონაწილეობენ. ხეები ნიადაგიდან იწოვენ წყალს და აორთქლებენ მას ფოთლების საშუალებით; ფესვები ამცირებენ ჩამონადენს, ახდენენ წყლის ინფილტრაციას, აორთქლების შედეგად ამცირებენ ნიადაგის ტენიანობას, აფხვიერებენ ნიადაგს და ხელს უწყობენ წყლის დაგროვებას.
დაბინძურება გარემოს დეგრადაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შესაძლოა დეგრადაციის ზემოთ დახასიათებული რომელიმე ფორმის (გადაშენება, გაუდაბნოება, ტყეების განადგურება) მიზეზი გახდეს. მისი სახეებია: ბიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური (თერმული, სინათლით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური და რადიაციული) დაბინძურება.სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში პროცესები აღნიშნული მაგალითის საპირისპიროდ წარიმართა. 2006 წლიდან წიაღისეულის მოპოვებისთვის აღარ არის საჭირო გარემოსდაცვითი ნებართვა. რაც შეეხება სატყეო სექტორის რეფორმას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სამაგალითოდ დაასახელა აფრიკისა და აზიის ქვეყნები, რუსეთი და კანადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დეკლარირებული აქვს ევროკავშირთან ინტეგრაცია, ძალზე ცოტა რამ კეთდება ევროკავშირის ქვეყნების გარემოსდაცვითი სტანდარტების გასაზიარებლად.
No comments:
Post a Comment