Pages

Monday, January 21, 2013

გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელი გზები


      ჩემი აზრით, თანამედროვე სამყაროსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიური პრობლემები. ისინი საუკუნეებან ერთად იზრდებოდა და მომავალშიც განაგრძობს ზრდას თუ ადამიანები არ გაერთიანდებიან და არ იბრძოლებენ მათ აღმოსაფხვრელად. დღეისათვის ამ პრობლემებს წარმოადგენს გარემოს დაბინძურება, გამონაბოლქვი, მწვანე საფარის განადგურება, გლობალური დათბობა და სხვა.
      ვფიქრობ,ადამიანს არსებობისთვის სჭირდება ისეთი გარემო სადაც იქნება სუფთა ჰაერი, წყალი და ჯანსაღი კლიმატი. სამწუხაროდ,დღესდღეობით ძალიან ბევრი მწვანე საფარი ნადგურდება, რაც იწვევს ნაკლები ჟანგბადის გამოყოფას. ამას კი მოჰყვება უამრავი დაავადების აღმოცენება და გავრცელება. გარემოსთვის და ასევე ეკოლოგიისათვის მნიშვნელოვანია ცხოველების არსებობა, თუმცა ბრაკონიერობა ამას საფრთხის ქვეშ აყენებს.
      პირველ რიგში ერთ-ერთი აუცილებელი პრობლემაა გარემოს დაბინძურება გამონაბოლქვით. ამ პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება, ვფიქრობ,ამის მისაღწევად საუკეთესო გზა იქნება ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების გამოყენება, ასევე ფაბრიკა ქარხნების მიერ გამფილტრავი მექანიზმების დაყენება.
      გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა ადამიანთა შეგნების ამაღლება, რათა არ დააბინძურონ გარემო სხვადასხვა სახის ნაგავით, რომელსაც ბუნება დიდი ხნის მანძილზე ვერ ამუშავებს.
   ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს,არის ადამიანების მიერ იმის გაანალიზება,რომ ყოველი მათი არასწორი ქმედება ჩვენს ბუნებასთან,დააზარალებს იმ გარემოს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ და ასევე აუცილებელია მათთვის.

No comments:

Post a Comment